"იქნებ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ..." - კეინს მოურინიოს გამარჯვებულის მენტალიტეტის სჯერა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდმა ჰარი კეინმა გუნდის ახალ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და მასთან ერთად ტიტულების მოგება სურს.

"მოურინიოს ყოველთვის გამარჯვება სურს და ეს სხვანაირად ვერც იქნება, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ მეც რაიმე ტიტულის მფლობელი გავხდე. წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა მხოლოდ FA Cup-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შეგვიძლია.

ფეხბურთელებს გამარჯვებების და ტიტულების მოპოვება პოჩეტინოს დროსაც სურდათ და ეს ახლაც ასეა. როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, მას ახალი იდეები შემოაქვს
და ფეხბურთელებს ამასთან შეგუება უწევთ", - ამბობს კეინი.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს სადებიუტო მატჩში "ტოტენჰემმა" გასვლაზე "ვესტ ჰემს" 3:2 სძლია.