"მანჩესტერი" ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ზამთარში შეეცდება

AutoSharing Option
"ტაიმსის" ცნობით, "მანჩესტერი" "ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ზამთარში შეეცდება

ახალგაზრდა ფორვარდმა ამ სეზონში ავსტრიულ კლუბში 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა და მისადმი ინტერესი "იუნაიტედს" კიდევ უფრო გაუძლიერდა.

"მანჩესტერი" ნორვეგიელის შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა; ახლა კი მას "ზალცბურგი" 85 მილიონ ფუნტად აფასებს.

ჰოლანდის ყიდვის სურვილი აგრეთვე "ლაიპციგს" აქვს.