"ლივერპული" ნახევრადსარეზერვო შემადგენლობითაც "ევერტონს" ადვილად გაუსწოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურში "ლივერპულმა" "ევერტონს" უპრობლემოდ 5:2 სძლია.

"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ალისონს, მოჰამედ სალაჰსა და რობერტო ფირმინოს დასვენების საშუალება მისცა და მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა.

დივოკ ორიჯიმ 2016 წლის შემდეგ პირველად შეასრულა დუბლი (ბოლო 4 თვის მანძილზე ჩემპიონატზე პირველად გაიტანა), სადიო მანემ კი გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერთი საგოლე პასი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდის ანგარიშზეა, მან 2018 წლის სეზონიდან მოყოლებული პრემიერლიგაში 18 საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

"ლივერპული" 43 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ლესტერს" 8
ქულით, ხოლო მესამეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით უსწრებს და 7 დეკემბერს სტუმრად "ბორნმუთს" დაუპირისპირდება.

"ლივერპული" ჩემპიონატზე 32 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია, რაც მისი საკლუბო რეკორდია.

ლივერპული. "ენფილდი". 53 094 მაყურებელი
ლივერპული - ევერტონი 5:2
გოლები: 1:0 ორიგი (6), 2:0 შაქირი (17), 2:1 კინი (21), 3:1 ორიგი (31), 4:1 მანე (45), 4:2 რიშარილსონი (45+3), 5:2 ვეინალდუმი (90)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალისონს კლოპმა კი არა, წითელმა ბარათმა მისცა დასვენების საშუალება :დ
Scouser
05 დეკემბერი 2019 14:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული