"მანჩესტერ სიტი" უსმან დემბელეს გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
El Desmarque-ს ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელ უსმან დემბელეს სამსახურით "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, 22 წლის ფორვარდის წარმომადგენელს "ქალაქელები" შეხვდნენ და მოლაპარაკება გამართეს.

ადრე გახდა ცნობილი, რომ დემბელეს შეძენა პსჟ-სა და "ჩელსის" სურთ, მისი სატრანსფერო ფასი კი 100 მილიონი ევროა.

დემბელე "ბარსელონამ" 2017 წელს "დორტმუნდისგან" 125 მილიონად შეიძინა, მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამჟამად ტრავმირებულია და 10 კვირა იუქმებს.

უსმანს "ბარსასთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დემბელე მუდმივად ტრავმებშია და ბარსელონამ, შეიძლება ხელიც ჩაიქნიოს მასზე.
სოსო
14:34 06-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული