"არსენალის" საშველი არ არის - შინ "ბრაიტონთან" შერცხვა და მეათე ადგილზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურის დასკვნით მატჩში "ბრაიტონმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "არსენალთან" - 2:1. ასეთი ცუდი სტარტი ლონდონურ გუნდს ბოლოს 42 წლის წინ ჰქონდა.

უნაი ემერის გადაყენების შემდეგ დროებითი მწვრთნელის ფრედრიკ ლუნგბერგის ხელმძღვანელობით "არსენალი" სტუმრად "ნორვიჩს" დაუზავდა (2:2), ახლა კი საკუთარ მოედანზე "ბრაიტონთან" 1:2 დამარცხდა.

"მეთოფეებს" ყველა ტურნირზე უკანასკნელ 8 შეხვედრაში გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული და ამჯერადაც იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

28 წლის თავდამსხმელმა ალეკსანდრ ლაკაზეტმა "მეთოფეებში" მე-100 მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა - სულ ამ სეზონში ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 9 შეხვედრაში
4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

"არსენალი" 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 10 დეკემბერს "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.

ლონდონი. "ემირეითსი". 60 164 მაყურებელი
არსენალი - ბრაიტონი 1:2
გოლები: 0:1 ვებსტერი (36), 1:1 ლაკაზეტი (50), 1:2 მოპე (80)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული