"მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემის" ვარსკვლავს არ ეშვება

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა mirror-ის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინოს.

"ტოტენჰემში" იმედს გამოთქვამენ, რომ ერიკსენის შემცვლელს იპოვიან და სწორედ ამიტომ, ლონდონური კლუბი მზადაა მოისმინოს წინადადებები იმ კლუბებიდან, რომლებიც 50 მილიონ ფუნტზე მეტს შესთავაზებენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ესმის, რომ ზაფხულში ერიკსენის მყიდველთა რიცხვის გაიზრდება და სურვილი აქვს, აღნიშნული ტრანსფერი რაც შეიძლება მალე შეათანხმონ.

2019 წლის ზაფხულში ერიკსენმა "წითლებს" უარი უთხრა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა. დანიელის შესაძენად ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "ატლეტიკოც" აპირებს ბრძოლას