ინგლისში საბავშვო კლუბის მწვრთნელმა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს შუა თამაშისას სცემა

AutoSharing Option
ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, "სენტ ჯოზეფისა" და "უიკსამს უონდერერსის" საბავშვო გუნდებს შორის გამართული შეხვედრა მასობრივი ჩხუბით დასრულდა, რისი მიზეზიც "უიკსამსის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, რომელმაც "სენტ ჯოზეფის" ფეხბურთელს შუა მატჩის დროს სცემა.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ქალაქ ბედფორდში შაბათს, 7 დეკემბერს გაიმართა. ჩხუბსა და არეულობაში, დაახლოებით, 20-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა რიგებში ფეხბურთელები და გულშემატკივრებიც იყვნენ. "სენტ ჯოზეფის" მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელის მიერ ნაცემ ფეხბურთელს ფოტოზეც ხედავთ.

"შაბათს, დააახლოებით, დღის 12 საათზე მივიღეთ ზარი საფეხბურთო მოედანზე არსებული არეულობის შესახებ. აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილეობას
15-დან 20-მდე ადამიანი იღებდა. პოლიციის ადგილზე მისვლის დროს კონფლიქტი ამოწურული იყო. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ ბედფორდის საფეხბურთო ასოციაციასთან ვთანამშრომლობთ", - განაცხადეს ადგილობრივ პოლიციაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული