ჯენარო გატუზომ "ნაპოლი" ჩაიბარა

AutoSharing Option
ჯენარო გატუზო "ნაპოლის" მწვრთნელად დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლურმა კლუბმა "ტვიტერით" გაავრცელა.

41 წლის გატუზომ კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "გენკთან" გამარჯვების (4:0) შემდეგ გადააყენეს.

ადრე გვაუწყეს, რომ გატუზოს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე, ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით გაუფორმებდნენ. მისი ხელფასი ამ სეზონში 1.5 მილიონი ევრო იქნება, მომავალ სეზონში კი - 3 მილიონი.

15 ტურის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ში 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

გატუზო ადრე "მილანს", პალერმოს, "პიზას", ოფი-ს და "სიონს" წვრთნიდა.

ასევე დაგაინტერესებთ