ეს რა ეღირსა "ასტონ ვილას" - "ლივერპულს" 5:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში "ასტონ ვილამ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 5:0 დაამარცხა.

"ლივერპული" ძირითადი შემადგენლობით ამჟამად ყატარშია, სადაც დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "მონტერეის" შეხვდება, "ასტონ ვილას" კი ახალგაზრდული გუნდით დაუპირისპირდა და განადგურდა.

ისტორიაში "ლივერპულმა" ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზა - სასტარტოს საშუალო ასაკი 19 წელი და 168 დღე იყო.

ნამატჩევს "ასტონ ვილას" მენეჯერი დინ სმიტი და მისი თანაშემწე ჯონ ტერი "წითლების" გასახდელში შევიდნენ და ახალგაზრდები გაამხნევეს.

ბირმინგემი. "ვილა პარკი". 30 323 მაყურებელი
ასტონ ვილა - ლივერპული 5:0
გოლები: 1:0 ჰურიჰანი (14),
2:0 ბოისი (17, საკ. კარში), 3:0 კოჯია (37), 4:0 კოჯია (45), 5:0 უესლი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლივერპულის მარცხი, ეგ ერთი და სხვა მრავალი.
!!!!!!!!!!!!!!
13:56 18-12-2019
15
ძალიან უცნაურია რატომ არ გადაუდეს ლივერპულს ინგლისის რანგით მესამე ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი, რომ ძირითადი ან მეორე გუნდით მაინც ჩაეტარებინათ ეს თამაში და არა 18 წლის ბავშვებით. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრინციპულობის თუ სიჯიუტის გამო ლივერპულმა დაკარგა ლიგის თაის მოგების შანსი. ძაან საწყენია
ლივერპული
11:32 18-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული