პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელი მასტურბაციის გამო გაასამართლეს

AutoSharing Option
"ჩელსის", "საუთჰემპტონის", "კრისტალ პალასის" და სხვა ინგლისური გუნდების ყოფილი თავდამსხმელი ნილ შიპერლი მასტურბაციის გამო გაასამართლეს და 120 საათით საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა მიუსაჯეს.

ამას გარდა, 45 წლის შიპერლი 375 ფუნტით დააჯარიმეს და რეაბილტაციის 20-დღიანი კურსის გავლა მოუწევს.

სექტემბერში შიპერლი თავის ავტომობილში 16 წლის გოგონასა და მის დედაზე მასტურბირებდა. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ სექსუალური პრობლემები აქვს.

შიპერლი "ჩელსის" აღზრდილია, მის რიგებში დებიუტი 1992 წელს ჰქონდა, ფეხბურთელის კარიერა კი 2013 წელს დაასრულა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული