პიერ-ემერიკ ობამეიანგს უკეთეს გუნდში გადასვლა უნდა

AutoSharing Option
"ინდეპენდენტის" ცნობით, თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს "არსენალის" დატოვება უნდა.

გამოცემის მტკიცებით, 30 წლის გაბონელს ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

"მეთოფეების" დატოვებას აგრეთვე ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა და ფორვარდი ალეკსანდრ ლაკაზეტი აპირებენ.

"არსენალი" 17 ტურის შემდეგ 22 ქულით პრემიერლიგაში მეათე ადგილზეა, ობამ კი მიმდინარე ჩემპიონატში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული