ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა "ლივერპულმა" გუშინ, 21 დეკემბერს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი არსებობის მანძილზე პირველად მოიგო და ინგლისური კლუბებისათვის აქადე მიუღწეველი შედეგი დადო.
საქმე ეხება იმას, რომ მერსისაიდული გრანდი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთ წელში მოიგო.
წელს კი, "ლივერპულს" მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - 21-ე საუკუნეში პირველად ინგლისის პრემიერლიგის მოგებისკენ სრული სვლით მიდიან და თუ სასწაული არ მოხდა, სანუკვარ ტიტულსაც მოიპოვებენ.