Daily Mail-ის ინფორმაციით, ფიფამ საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ "ლივერპულს" თავის გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვების აღნიშვნის უფლება არ მისცა.
გამოცემის მიხედვით, მედლებისა და თასის მიღების შემდეგ იურგენ კლოპმა და "ლივერპულის" ფეხბურთელებმა ფანების სექტორთან მისვლა გადაწყვიტეს, რომლებმაც 1500 კილომეტრი საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ გაიარეს.
თუმცა სარბენ ბილიკთან მისული ფეხბურთელები, მწვრთნელითურთ, ფიფას თანამშრომლებმა შეაჩერეს და ტრიბუნასთან არ მიუშვეს, რაც უსაფრთხოების მიზნებით ახსნეს.
მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლები ძალიან გააბრაზა ფეხბურთის მმართველი ორგანოს ამ გადაწყვეტილებამ, თუმცა ვერაფერი გააწყვეს და მოედანზე განაგრძეს აღნიშვნა გულშემატკივრების გარეშე.