28 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ევერტონმა" სტუმრად 2:1 სძლია "ნიუკასლს".
ახალი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მერსისაიდულმა გუნდმა მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა - გასულ ტურში "ბარნლის" 1:0 მოუგო.
დუბლი 22 წლის თავდამსხმელმა დომინიკ კალვერტ-ლიუინმა შეასრულა, რომელმაც წინა შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატზე 8 გოლია.
"ევერტონი" 25 ქულით მე-10 ადგილზეა და პირველ იანვარს გასვლაზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი". 52 211 მაყურებელი
ნიუკასლი - ევერტონი 1:2
გოლები: 0:1 კალვერტ-ლიუინი (13), 1:1 შერი (56), 1:2 კალვერტ-ლიუინი (64)