"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბენფიკას" ნახევარმცველის, ჟედსონ ფერნანდეშის ყიდვით დაინტერესდა.
20 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები უკვე დიდ ბრიტანეთში არიან და ცდილობენ, საიჯარო ხელშეკრულება გააფორმონ გამოსყიდვის უფლებით. ტრანსფერის გამოსყიდვა "წითელ ეშმაკებს" 40 მლნ ევროდ შეეძლებათ.
ფერნანდეშის გადაბირებით ადრე "მილანი" იყო დაინტერესებული, მაგრამ "ბენფიკამ" უარი თქვა.
მიმდინარე სეზონში ჟედსონ ფერნანდეშმა პორტუგალიის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შედეგიანი მოქმედებები არ ჰქონია.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით