"ტოტენჰემის" მცველი იტალიურ და ნიდერლანდურ ტოპ-კლუბებს სურთ

AutoSharing Option
The Guardian-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მცველი იან ვერტონგენი, შესაძლოა, "ნაპოლიში" ან "აიაქსში" აღმოჩნდეს.

როგორც გამოცემა იტყობინება, "ნაპოლის" ბელგიელი მცველის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდა, თუმცა მოლაპარაკებები წარმატებით არ წარიმართა.

რაც შეეხება ამსტერდამის "აიაქსს", ნიდერლანდელებს 32 წლის მცველის თავიანთ რიგებში დაბრუნება 15 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ.

ვერტონგენს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, მოლაპარაკებების გამართვა და კლუბთან შეთანხმება ახლაც შეუძლია.

ინგლისის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში იან ვერტონგენმა 14 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც
გააკეთა. 

altვერტონგენმა პირველად გაიტანა, თან კომპენსირებულ დროში და მოურინიო კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული