ჟოზე მოურინიო: ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდი შეხვდა

AutoSharing Option
"ლივერპულთან" 0:1 წაგების შემდეგ კომენტარი "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

"ასეთია ფეხბურთი. ხან იმაზე მეტს იღებ, ვიდრე იმსახურებ, ხან კი - ნაკლებს. დღეს ჩვენ ვერაფერიც ვერ მივიღეთ, თუმცა რაღაცას მაინც ვიმსახურებდით.

ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდი შეხვდა, რომელიც ტრავმებითაა გატანჯული და სეზონის მძიმე მონაკვეთი აქვს.

ბიჭებმა მართლაც შესანიშნავად ითამაშეს, როდესაც მეტოქისთვის პრობლემების შექმნას და მატჩის გადარჩენას ვცდილობდით.

ტოპ 4-ეულში ადგილზე სეზონის დასაწყისში შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ძნელია ამის განხორციალება 12-ქულიანი ჩამორჩენიდან", - ციტირებს მოურინიოს BBC.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული