"მანჩესტერ სიტის" გამანადგურებელი გამარჯვება და აგუეროს რეკორდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს, პრემიერლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 6:1 დაამარცხა "ასტონ ვილა".

სერხიო აგუერომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. სერხიომ პრემიერლიგაში 21-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა და ალან შირერის რეკორდი დაამხო. მან პრემიერლიგაში 177-ე გოლი გაიტანა, ტიერი ანრის გაასწრო და ლეგიონერებს შორის ბომბარდირი გახდა.

რიად მარეზმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

დავიდ სილვამ ჩემპიონატში 90-ე საგოლე გადაცემა გააკეთა და ამ მაჩვენებლით მე-7 ადგილზეა.

კევინ დე ბრიუნემ ამ სეზონში ჩემპიონატში 7 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც საუკეთესო შედეგია.

"სიტი"
47 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით ჩამორჩება და 18 იანვარს "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.

ბირმინგემი. "ვილა პარკი". 41 823 მაყურებელი
ასტონ ვილა - მანჩესტერ სიტი 1:6
გოლები: 0:1 მარეზი (18), 0:2 მარეზი (24), 0:3 აგუერო (28), 0:4 გაბრიელ ჟეზუსი (45+1), 0:5 აგუერო (57), 0:6 აგუერო (81), 1:6 ელ გაზი (90+1, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული