კარაგერი: "ლივერპული" არ ყიდულობს სუპერვარსკვლავებს, არამედ ქმნის მათ

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მერსისაიდელების ფეხბურთელების შესახებ.

"საქმე არაა იმაში, რომ "ლივერპული" უბრალოდ ყიდულობს ისეთ მოთამაშეებს, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობები აქვთ და სხვები ამას ვერ არჩევენ.

რობერტსონი "ჰალიდან" მოვიდა, ვეინალდუმი - "ნიუკასლიდან", სალაჰი "ჩელსიში" იყო, მანე პრემიერლიგაში თამაშობდა. "ლივერპული" საუკეთესო კლუბებიდან ტოპ-ფეხბურთელებს არ ყიდულობს.

შეიძლება შეიძინო ფეხბურთელები, თუმცა მთავარი ისაა, როგორ იმუშავებ მათთან. ზოგჯერ ამაზე ფიქრი გვავიწყდება. თქვენ საკუთარი ფეხბურთელები უნდა გააუმჯობესოთ. როგორც მე ვხედავ, იურგენ კლოპი შესაბამის რეაქციას არ იღებს ბრწყინვალე სამუშაოსათვის.

"ლივერპული" არ ყიდულობს
სუპერვარსკვლავებს, ის ქმნის მათ", - თქვა კარაგერმა.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული