ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის ნაკრების 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის ნაკრების 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გასულ წელს ჰენდერსონმა ინგლისის ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა. მონტენეგროსთან შეხვედრა მისთვის 50-ე იყო და ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა.

"ლივერპულში" ჯორდანი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო ამ სეზონში პრემიერლიგაში 20 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ