"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა 22 მილანელი მოდელი ჩაიყვანეს და...

AutoSharing Option
შრომაც იციან და დასვენებაც

"სანის" ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა საღამო მოაწყვეს, რომელზეც მილანიდან სპეციალურად ჩაყვანილი 22 მოდელი ჰყავდათ.

საღამო გუნდმა პრემიერლიგის 22-ე ტურში სტუმრად "ასტონ ვილას" 6:1 განადგურების შემდეგ მოაწყო. მოდელები ექსკლუზიურ საკურორტო სპა-ცენტრ Mere Golf-ში მიიყვანეს და იქიდან საღამოზე ავტობუსით წაიყვანეს.

"ღონისძიებაზე" ფეხბურთელების მეუღლეები არ იმყოფებოდნენ. მწვრთნელმა პეპ გვრდიოლამ შეგირდებს განტვირთვის უფლება მისცა, თუმცა უცნობია, იცოდა თუ არა, რომ საღამოზე მოდელები ჰყავდათ მიპატიჟებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაუბუქი ყოფაქცევის ქალებს უკვე მოდელებს ეძახიან
გიორგი
16 იანვარი 2020 08:39
1
მშვენიერი გართობა გამოვიდოდადა
Dato . mogeladze
16 იანვარი 2020 03:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული