"მანჩესტერ სიტიმ" აგუეროს გოლით იმარჯვა და მეორე ადგილზე პოზიცია გაიმყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს პრემიერლიგის 24-ე ტურის 6 მატჩი გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 1:0 მოუგო "შეფილდ იუნაიტედს". გოლი 73-ე წუთზე თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ გაიტანა.

36-ე წუთზე "სიტის" ფორვარდის, გაბრიელ ჟეზუსის მიერ დარტყმული პენალტი მეკარე დინ ჰენდერსონმა მოიგერია, რომელიც შეფილდურ კლუბს "მანჩესტერისგან" იჯარით ჰყავს აყვანილი. ბრაზილიელმა ამ სეზონში მეორე თერთმეტმეტრიანი გააცუდა, სულ კი კარიერაში 10-დან 6 პენალტი აქვს გატანილი.

"ქალაქელთა" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე სეზონში მინიმუმ 15 საგოლე გადაცემას აკეთებს.

"სიტი" 51 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს",
რომელსაც 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 13 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან "ლესტერს" 6 ქულით უსწრებს.

"ლესტერი" დღეს, 22 იანვარს, "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.

სხვა მატჩების შედეგები:

ბორნმუთი - ბრაიტონი 3:1
ასტონ ვილა - უოტფორდი 2:1
ევერტონი - ნიუკასლი 2:2
კრისტალ პალასი - საუთჰემპტონი 0:2
ჩელსი - არსენალი 2:2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული