რა ეღირსა "ბარნლის"! - სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
22 იანვარს, პრემიერლიგის 24-ე ტურში, "ბარნლიმ" გასვლაზე "მანჩესტერი იუნაიტედ" 2:0 დაამარცხა.

"ბარნლიმ" 1962 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა "ოლდ ტრაფორდზე" და 1921 წლის შემდეგ პირველად ისე მოუგო "იუნაიტედს" ამ სტადიონზე, რომ გოლი არ გაუშვა.

"მანჩესტერი" 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და პირველ თებერვალს "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 73 198 მაყურებელი
მანჩესტერი - ბარნლი 0:2
გოლები: 0:1 ვუდი (39), 0:2 როდრიგესი (56)


დანარჩენი მატჩები:

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 58 182 მაყურებელი
ტოტენჰემი - ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ალი (38), 1:1
პუკი (70, პენ), 2:1 სონი (79)

ლესტერი. "კინგ პოუერი". 31 968 მაყურებელი
ლესტერი - ვესტ ჰემი 4:1
გოლები: 1:0 ბარნსი (24), 2:0 პერეირა (45+2), 2:1 ნობლი (50, პენ), 3:1 პერესი (81, პენ), 4:1 პერესი (88)
ასევე დაგაინტერესებთ