"ლივერპულმა" პრემიერლიგაზე ზედიზედ მე-16 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს, პრემიერლიგის 25-ე ტურში "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" 4:0 დაამარცხა.

"ლივერპული" 73 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით გაექცა, ჩემპიონობა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და 15 თებერვალს სტუმრად "ნორვიჩს" შეხვდება.

"ლივერპულმა" პრემიერლიგაზე ზედიზედ მე-16 გამარჯვება მოიპოვა.

ფირმინომ 50-ე და 51-ე საგოლე გადაცემები გააკეთა - ეს უკანასკნელ 4.5 წელიწადში კლუბის რეკორდია.

"ლივერპული" ჩემპიონატზე 42 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია - "არსენალის" რეკორდამდე 7 შეხვედრაა.

ლივერპული. "ენფილდი". 53 291 მაყურებელი
ლივერპული - საუთჰემპტონი 4:0
გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (47), 2:0 ჰენდერსონი (60), 3:0 სალაჰი (72), 4:0
სალაჰი (90)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული