გაცეცხლებული მოურინიო დამხმარე მსაჯს გიჟივით მივარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ სიტისთან" გამართული მატჩის დამხმარე არბიტრს გიჟივით მივარდა.

მოურინიოს ქცევის მიზეზი მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება გახდა, როცა მაიკ დინმა რაჰიმ სტერლინგს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. აღნიშნული ეპიზოდი ილქაი გიუნდოგანის გაფუჭებულ პენალტს მოჰყვა.

ჟოზემ მატჩისშემდგომ კომენტარში აღნიშნა, რომ სტერლინგი მსაჯს პირველივე შემთხვევაში უნდა გაეგდო, როცა ალის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. სტერლინგის გაძევების შემთხვევაში, პორტუგალიელის თქმით, სხვა ანგარიში დაფიქსირდებოდა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული