"ტოტენჰემმა" "საუთჰემპტონს" თამაში შემოუტრიალა და 1/8-ფინალში გააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის გადათამაშების მატჩში "ტოტენჰემმა" (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) "საუთჰემპტონს" 3:2 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 56 046 მაყურებელი
ტოტენჰემი - საუთჰემპტონი 3:2
გოლები: 1:0 სტეპენსი (12, საკ. კარში), 1:1 ლონგი (34), 1:2 ინგსი (72), 2:2 ლუკას მოურა (78), 3:2 სონი (87, პენ)

ასე და ამგვარად, მერვედფინალის ყველა წყვილი გაირკვა:

შეფილდ უენსდეი - მანჩესტერ სიტი
რედინგი - შეფილდ იუნაიტედი
ჩელსი - ლივერპული
ვესტ ბრომვიჩი - ნიუკასლი
ლესტერი - ბირმინგემი
დერბი - მანჩესტერ იუნაიტედი
ტოტენჰემი - ნორვიჩი
პორტსმუთი - არსენალი

მატჩები 2-5 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული