წაგების შემდეგ არგენტინელი მწვრთნელი მაგიდაზე დედიშობილა წევს

AutoSharing Option
"ლიდსის" არგენტინელი მენეჯერი მარსელო ბიელსა ძალიან თავისებური, შეიძლება ითქვას, ოდიოზური ადამიანია. ამიტომაც ეძახიან El Loco-ს (გადარეული). მასზე ფეხბურთელები მრავალ უცნაურ ისტორიას ჰყვებიან. ბიელსა 2007-10 წლებში ჩილეს ნაკრებს ედგა სათავეში და მარკ გონსალესმა და ხოსე ფუენსალიდამ საინტერესო ამბები გაიხსენეს.

"2008 წელს, ეკვადორთან მატჩში ორი მოთამაშე გაგვიძევეს და 0:1 დავმარცხდით. ბიელსა გასახდელში შემოვარდა, არავის ელაპარაკებოდა და უსასრულოდ ბოლთას სცემდა. იქვე მეორე ოთახი იყო. შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენც შევედით და რას ვხედავთ - მასაჟისტის მაგიდაზე სრულიად შიშველი წევს. თითქოს ოპერაცია უნდა გაუკეთონ.
ნახევარი საათი იწვა", - ამბობს გონსალესი.

ფუენსალიდა მსგავს ისტორიას მოჰყვა, რომელიც ტულონში ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ მოხდა. ბიელსა ჩილეს ახალგაზრდულ გუნდსაც ედგა სათავეში და ფინალში იტალიასთან 0:1 წააგეს:

"კარგად ვითამაშეთ. ბიელსა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელ პიერლუიჯი კაზირაგის ეჩხუბა. გასახდელში შევედით და დავინახეთ, რომ მარსელომ ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა და მაგიდაზე დაწვა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
,,დედაშობილა'' კი არა, ,,დედიშობილა''. გადაშალეთ ხანდახან წიგნი.
ნათია
14 თებერვალი 2020 10:07
2

სიახლეები პოპულარული