აგენტი: პოგბა არ არის წინააღმდეგი, "იუვეში" დაბრუნდეს, მაგრამ "იუნაიტედს" გასაჭირში ვერ მიატოვებს

AutoSharing Option
მინო რაიოლა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტი, აცხადებს, რომ მისი კლიენტი განიხილავს ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნების შესაძლებლობებს.

"პოლისთვის იტალია, როგორც მშობლიური სახლია. ის "იუვეში" დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ. პოლს სურს, უმაღლეს დონეზე იასპარეზოს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედს" რთულ ვითარებაში არ მიატოვებს." - ციტირებს რაიოლას goal.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული