"მანჩესტერ სიტი" შეიძლება მე-4 დივიზიონში დააქვეითონ - გვარდიოლა წასვლას აპირებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" შესაძლოა, უეფას ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისათვის ევროტურნირებიდან ორი სეზონით მოკვეთა არ აკმარონ, - იტყობინება "ინდეპენდენტი".

გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული, "ქალაქელებს" პრემიერლიგაში ქულები დააკლონ, რამეთუ ეს დარღვევა შიდა ტურნირსაც ეხება. პრემიერლიგის შესაბამისმა კომიტეტმა უკვე განიხილა აღნიშნული საკითხი და "სიტისთვის" ქულების ჩამოკლება სავსებით რეალურია.

მეტიც, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ ახლახან შეცვალა წესები იმგვარად, რომ კლუბები მსგავს სიტუაციაში ლიგა 2-ში, ანუ რანგით მე-4 დივიზიონში დააქვეითონ.

როგორც გაუწყეთ, მანკუნიანური კლუბი გამოტანილ ვერდიქტს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს. "ტელეგრაფის" ცნობით, თუ აპელაცია ვერ მოიგეს, მწვრთნელი
პეპ გვარდიოლა გუნდს დატოვებს. უკვე ასახელებენ მის შესაძლო მემკვიდრეებს და ყველაზე რეალურ კანდიდატად უმუშევარ მაურისიო პოჩეტინიოს მიიჩნევენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ესენი იმდენს იზამენ, რომ ბოლოს სიტის, რეალის, პსჟ-ს და მათნაირი გუნდები მართლა შექმნიან საერთო სუპერლიგას და რომ გაუნახევრდებათ შემოსაველი უეფაში მერე მიხვდებიან რა მაგრად ჭამეს...
უნივერსალი
18 თებერვალი 2020 17:29
0
ესენი მართლა კონკურენტებს იშორებენ, დასჯა რომ იყოს აუკრძალავდნენ გარკვეული დროით ფეხბურთელების ყიდვას როგორც ჩელსი დასაჯეს, 4 წელი პრემიერ ლიგის გარეშე და 2 წელი ლიგის გარეშე 30 მილიონთან ერთად ფრული ბრძოლა უფრო გავს, პსჟს და რამდენიმე გუნდსაც თუ მიადგნენ ფეხბურთი მოისპობა ალბათ საერთოდ.
123
15 თებერვალი 2020 18:18
1
ამას მთელი ომები მოყვება. ესენი კონკურენტებს იშორებენ ალბათ, ეშინიათ სიტის და პსჟ'ს ძლიერებისა. რეალი ფულით შექმნიული კლუბი არ არის? მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები რეალში თამაშობდნენ ჯერ ფულის გამო. მაშინ რეალი საერთოდ უნდა დაშალონ და გააუქმონ. ძაან სერიოზული ამბები მოხდება.
იკა
15 თებერვალი 2020 17:45
3
ამათ, ჯერ რეალის გაყიდული თამაშები და მოგებული ლიგები გადაამოწმონ და ჩამოართვან და მერე ილაპარაკონ ვინმეს დასჯაზე. იგივეა ბარსელონაზეც.
1
15 თებერვალი 2020 17:37
6
ტორპედო და სფფ დამითაგეთ ;)
QT
15 თებერვალი 2020 13:05
4
ნაძალადევი გუნდების ბედი საბოლოოდ ესაა, პსჟ-საც იგივე მოელის.
Mmm
15 თებერვალი 2020 12:13
4
ნეტავი ჩვენთან არ ჩამოვა რომელიმე გუნდი რომ ჩავაბაროთ?! :–) ქე გეგვიყვანდა ევროლიგაზე მაინც!
N
15 თებერვალი 2020 10:31
3
კარგი რა ფლორენტინო ყველაფერს აქვს საზღვარი
912
15 თებერვალი 2020 09:53
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული