"მე უბრალოდ ასეთი არჩევანი გავაკეთე. მინდა, რომ თითოეული ყველაფრისთვის მზად იყოს. მე ვიცი ეს რაც არის, და წარმომიდგენია, კეპა რას გრძნობდა. თუმცა ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გუნდში ადგილი დაკარგოს რონადლოსა და მესის გარდა. მე არ ველი ღიმილებს, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ვიცი, რომ შესაბამისი კითხვები და რეაქციები მოყვება. ჟანსაღი კონკურენციის დროს, როცა თქვენი სტანდარტები ეცემა და მწვრთნელი კონკრეტული მიზეზების გამო სხვას აძლევს სათამაშო დროს, ამაზე სწორი რეაგირება უნდა მოახდინოთ.