The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს

AutoSharing Option
ბრიტანული The Telegraph-ის ინფორმაციით, "ტოტეჰნემ ჰოთსპურისა" და "საუთჰემპტონის" ყოფილი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს და "მანჩესტერ სიტი" ჩაიბაროს.

არგენტინელი, "ლესტერის" მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსთან ერთად, "ქალაქელების" ხელმძღვანელობისთვის გვარდიოლას შემცვლელის მთავარი კანდიდატია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს და ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაციის გასაჩივრების საქმეს თუ კლუბი ვერ მოიგებს, ესპანელი ინგლისს დატოვებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე მე თუ მკითხავთ, შესაცვლელია ფეხბურთელებისთვის ამხელა მილიონების ხელფასად გაცემაც. გამოჩნდება ახალბედა ფეხბურთელი რომელსაც ჯერ რძე არ შეშრობია პირზე და ერთს გაიფაფხურებს, ეგრევე დააყრიან მილიონებს. ყველას უნდა დაუკლონ ხელფასები და დაიყვანონ საშუალო დონეზე, თორე გახდა საფეხბურთო სამყარო ერთი დიდი ბაზარი, სადაც ფეხბურთელებს მონებივით აფასებენ და ყიდიან. ამასობაში ფეხბურთი ნელ-ნელა კარგავს სანახაობრივ მხარეს, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს გულშემატკივრებს.
zura
16 თებერვალი 2020 13:40
0
ზურა ბრატ, მართალი ხარ. ხალხის შემოსავლებით და გადასახადებით მდიდრდებიან ფეხბურთელები და ისეთებიც ვინც საერთოდ ფეხბურთის აზრზზე არ არიან. მილიონებს ისე ატრიალებენ თითქოს კაპიკები იყოს. ნამდვილად უნდა შეუმცირონ ხელფასები ყველას განურჩევლად.
შოთი
16 თებერვალი 2020 17:35
0
ამას ვამბობ რამდენი წელია, სანამ კონკურენტი არ ეყოლება ფიფას არაფერი გამოსწორდება, დროა ბრიტანელებმა დაიბრუნონ საკუთარი თამაში. ფიფას წესები და რეგულაციები უვარგისია.
ვეტერანი
16 თებერვალი 2020 14:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული