იურგენ კლოპი: დიდი ბოდიში მაურისიო სარისა და ანტონიო კონტესთან, თუმცა, ვფიქრობ...

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა იტალიის სერია A-ს შესახებ ისაუბრა და თავისი ფავორიტიც დაასახელა.

"საჩემპიონო რბოლაში "ლაციოს" ვგულშემატკივრობ. იქ "ლივერპულის" ყოფილი მოთამაშე ლუკას ლეივა თამაშობს. ჩირო იმობილე დორტმუნდის "ბორუსიაში" ჩემთან თამაშობდა.

ბოდიშს ვუხდი მაურისიო სარისა და ანტონიო კონტეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "ლაციო" დიდ სიურპრიზს მოახდენს. ისინი დაუჯერებელ სეზონს ატარებენ", - განაცხადა კლოპმა.

გუშინ, 16 თებერვალს, "ლაციომ" საკუთარ მოედანზე მილანის "ინტერი" დაამარცხა (2:1) და იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ