"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს განცხადებაზე "ფეარ-პლეისთან" დაკავშირებით. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელმა უეფას მადლობა გადაუხადა "სიტის" დასჯისა და "ფეარ-პლეის" პრინციპების დაცვისთვის.
"თუ "ბარსელონაში" ჩვენი დისკვალიფიკაცია გაუხარდათ, მე ვეტყოდი პრეზიდენტს - დაგვაცადეთ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
ვთვლით, რომ მართლები ვართ და ამიტომაც აპელაციის შეტანას ვაპირებთ. "ბარსელონას" ტონის ცოტათი შეცვლას ვურჩევდი, ძალიან ხმამაღლა ნუ ისაუბრებენ, რადგან ზოგჯერ სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება.
ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და იმედი მაქვს, მომავალში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს შევძლებთ", - თქვა გვარდიოლამ.
მომზადებულია Sky
Sports-ის მიხედვით