გვარდიოლა: "ბარსას" ვურჩევდი, ცოტა ტონი შეცვალონ...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს განცხადებაზე "ფეარ-პლეისთან" დაკავშირებით. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელმა უეფას მადლობა გადაუხადა "სიტის" დასჯისა და "ფეარ-პლეის" პრინციპების დაცვისთვის.

"თუ "ბარსელონაში" ჩვენი დისკვალიფიკაცია გაუხარდათ, მე ვეტყოდი პრეზიდენტს - დაგვაცადეთ გადაწყვეტილების გასაჩივრება.

ვთვლით, რომ მართლები ვართ და ამიტომაც აპელაციის შეტანას ვაპირებთ. "ბარსელონას" ტონის ცოტათი შეცვლას ვურჩევდი, ძალიან ხმამაღლა ნუ ისაუბრებენ, რადგან ზოგჯერ სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება.

ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და იმედი მაქვს, მომავალში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს შევძლებთ", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია Sky
Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
პეპ ბარსას უმადლოდე თორემ მანამდე ვინმე გიცნობდა? საერთოდ ყველა ვინც მოდის ბარსაში უცნობი ფეხბურთელი იქნება თუ მწვრთნელი ყველა მსოფლიოს დონის ცნობადი სახეები ხდებიან. ამიტომ ყველამ ნება იბოძეთ აქეთ უხადეთ მადლობა ბარსას! უმადურებო.
barsa mesi
21 თებერვალი 2020 09:19
16
თვითონ მშვენივრად თამაშობდა და თქვენგან განსხვავებით გვარდიოლას მწვრთნელობამდეც იცნობდნენ,კრუიფსაც,რონალდოსაც,მარადონასაც,რონალდინიოსაც და კიდევ ბევრს "ბარსელონა"მდე იცნობდნენ
თამაზი
24 თებერვალი 2020 14:25
0
რა დააშანტაჟა - ყველაფერს ნუ მათქმევიეებთო
ზორბეგი
20 თებერვალი 2020 16:33
0
ნუ იბოღმები შენ კიდე.ბართომეუ რაღაც კაკალია კი ვიცით მარა ეს სიტი და პსჟ რო ფულის ტომარები ხართ და დარღვევებიც გექნებათ მაგაზე ორი აზრი არაა
თემური
20 თებერვალი 2020 16:32
6
თემურ, ძმაო, კი არ ვიბოღმები, უბრალოდ ყველამ თავის გულში უნდა ჩაიხედოს. ჩემი სიტი ფულის ტომარაა თუ რაც არი, კარგ ფეხბურთს თამაშობს და შენ თუ გგონია ბარსას ჩვენზე ნაკლები ფული აქვს, ძალიან ცდები ძმაო. ბარსაშიც ვმუშაობდი და კარგად ვიცი ყველაფერი. ბარსას ტიკიტაკაც ჩემი მოგონილია სხათა შორის.
პეპი
21 თებერვალი 2020 11:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული