"ლივერპულმა" გაჭირვებით გაიმარჯვა - "არსენალის" რეკორდამდე 5 წაუგებელი მატჩი აშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 27-ე ტურში "ლივერპულმა" სახლში "ვესტ ჰემი" 3:2 დაამარცხა და ოქროს მედლების მოსაპოვებლად 4 მატჩის მოგება სჭირდება.

"ლივერპული" 79 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს და 29 თებერვალს სტუმრად "უოტფორდს" შეხვდება.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატში მიჯრით მე-18 გამარჯვება იზეიმა, რაც რეკორდის გამეორებაა - პრემიერლიგაში ზედიზედ 44 შეხვედრაში დაუმარცხებელია და "არსენალის" რეკორდამდე 5 წაუგებელი მატჩი უკლია.

"ლივერპულმა" ჩემპიონატის ერთ მატჩში 2 გოლი 4 დეკემბრის შემდეგ პირველად გაუშვა, როდესაც "ევერტონს" 5:2 სძლია.

სალაჰმა "წითლებში" მიმდინარე ტურნირზე მე-15, მთლიანობაში კი 69-ე
გოლი გაიტანა, ლუის სუარესს დაეწია და ამ მაჩვენებლით კლუბში მეოთხე ადგილზეა.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. 21 წლისა და 140 დღის ტრენტის ანგარიშზე პრემიერლიგაში 50 საგოლე გადაცემაა. მასზე ადრეულ ასაკში ტურნირზე 50 საგოლე გადაცემა მხოლოდ ფაბრეგასმა და რუნიმ გააკეთეს.

ლივერპული. "ენფილდი". 53 313 მაყურებელი
ლივერპული - ვესტ ჰემი 3:2
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (9), 1:1 დიოპი (12), 1:2 ფორნალსი (54), 2:2 სალაჰი (68), 3:2 მანე (81)
მკითხველის კომენტარები / 4 /
სათაური არასწორია. 5 მოგება კი არ აშორებს, მომდევნო 5 თამაშში არ უნდა წააგოს.
Scouser
15:50 25-02-2020
1
ისე გაგიტრუხდათ ლივერპულის მოგებები, რომ თუ დიდი ანგარიშით არ იგებს, ესე იგი გაჭირვებით? სხვათაშორის პრემიერ ლიგაში თამაშობს, ხო არ დაგავიწყდათ, სადაც უმაღლესი დონის გუნდებია თავშეყრილი.
აქაური
14:37 25-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული