ვჩხუბობდით დანებით, გატეხილი ბოთლებით, ბიტებით - "ვულვზის" ფორვარდი ბარსელონაში გატარებულ ბავშვობას იხსენებს

AutoSharing Option
"ვულვზის" ფორვარდმა ადამა ტრაორემ ესპანურ გამოცემა Sport.es-თან საუბარში ბარსელონაში, ოსპიტალეტის დასახლებაში გატარებული ბავშვობა გაიხსენა.

"ბავშვობაში ბევრჯერ უცდიათ ჩემი ბანდურ დაჯგუფებაში ჩათრევა. რომელიმე ბანდის წევრობა ჩვენთან ძალიან პოპულარული იყო. მე და ჩემს ძმას კი სხვა მენტალიტეტი გვქონდა, ფეხბურთელობა გვინდოდა, ერთა ბანდაში ყოფნა გვსურდა, თუმცა არა ჩხუბებში. აი, ჩხუბები კი თითქმის ყოველდღე ხდებოდა.

რასაკვირველია, მეც ვიღებდი ამ დაპირისპირებებში მონაწილეობას. ჩემს სკოლაში ბანდები იყო და ისინი მუდმივად ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ვჩხუბობდით ბეისბოლის ბიტებით, დანებით, გატეხილი ბოთლებით და სხვა რაღაცებით", - თქვა ტრაორემ.

ტრაორე
"ბარსელონას" საბავშვო გუნდში 2004 წელს მივიდა, 2013 წელს კი ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. 2015 წელს ადამამ ინგლისს მიაშურა, 3 წელი "ასტონ ვილაში" გამოდიოდა, შემდეგ "მიდლსბროში". 2018 წელს კი "ვულვზში" გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ადამა ტრაორემ ინგლისის პრემიერლიგის 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.