არტეტა: ერთი სული მაქვს, "ეტიჰადზე" როდის დავბრუნდები

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მოწინააღმდეგეზე - "მანჩესტერ სიტიზე" საუბრობს.

"ვფიქრობ, ეს იქნება განსაკუთრებული დაპირისპირება. ერთი სული მაქვს, როდის მოვხვდები "ეტიჰადზე". ამ არენასთან შსანიშნავი მოგონებები და მეგობრები მაკავშირებს. თუმცა ახლა სხვა როლი მაქვს და ჩემს კლუბს როგორც შევძლებ, ისე დავიცავ. ამჟამად გვარდიოლასთან არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ, ის მატჩზე იქნება კონცენტრირებული. ჩვენ საკუთარ საქმეზე ვფიქრობთ და ეს საკმარისია", - ციტირებს არტეტას ლონდონელების პრესსამსახური.

11 მარტს "მანჩესტერ სიტი" "არსენალს" უმასპინძლებს, თამაში თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ