"მანჩესტერ იუნაიტედი" "აიაქსის" ფეხბურთელის შეძენას "რეალის" ნებართვის შემთხვევაში შეძლებს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა, შესაძლოა, მადრიდის "რეალთან" წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტის მიუხედავად, კარიერა ინგლისში განაგრძოს.

Marca-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალგაზრდა ნიდერლანდელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურს.

თუმცა ეს ტრანსფერი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა, თანხმობა მადრიდის "რეალმა" განაცხადოს. თუ "თეთრები" ვან დე ბეეკთან შეთანხმებაზე იტყვიან უარს, "მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულება მადრიდის "რეალში" 55 მილიონი ევრო უნდა იყოს. მიმდინარე სეზონში ვან დე ბეეკმა ნიდერლანდების ჩემპიონატში 23 შეხვედრა ჩაატარა და
8 გოლი გაიტანა.