პიანიჩი "ჩელსიში" გადავა?

AutoSharing Option
Calcio Mercato-ს ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება. ლონდონელები აკვირდებიან პიანიჩთან დაკავშირებულ სიტუაციას. შეგახსენებთ, ტურინის "იუვენტუსი" მზადაა მირალემი ამავე ზაფხულს 60 მილიონ ევროდ გაყიდოს.

თუმცა "ჩელსი" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც პიანიჩის დამატება სურს. მისი კონკურენტი ფრანგული პსჟ იქნება. ფრანგები მირალემს ერთ-ერთ მთავარ მიზნად თვლიან. 

პიანიჩი ტურინის "იუვენტუსში" 2016 წლის ზაფხულში "რომადან" 32 მილიონ ევროდ გადავიდა. ბოსნიელმა 167 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 36 ასისტი მიიწერა. 

მიმდინარე კონტრაქტი მირალემს ტურინულ კლუბთან 2023 წლის
30 ივნისამდე აკავშირებს. 

altშესაძლოა, "იუვენტუსმა" პიანიჩი ზაფხულში გაუშვას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული