მაკმანამანი: არა მგონია სალაჰი და მანე "რეალში" ან "ბარსელონაში" გადავიდნენ

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სტივ მაკმანამანმა მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელების - მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს ესპანურ გრანდებში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მიუხედავად იმისა, რა მოხდება ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, ახლა მსოფლიოში საუკეთესოები ინგლისური გუნდები არიან. არც "რეალი" და არც "ბარსელონა"!

ორივე ამ გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებით უნდა. წარმატებულად ვერ თამაშობენ და გაძლიერება სურთ. თუმცა, ვფიქრობ, სალაჰი და მანე "რეალში" ან "ბარსელონაში" არ გა
დავლენ", - განუცხადა მაკმანამანმა HorseRacing.net-ს.

ამ სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე 20 გოლი და 9 საგოლე პასი, ხოლო მანემ 18 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული