კარაგერი: რაღაც ისე არ იქნება, თუ პრემიერლიგის განუახლებლად "ლივერპულს" ჩემპიონობას მიანიჭებენ

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა თავისი მოსაზრება იმაზე გამოთქვა, რომ შეიძლება ჩემპიონატი არ განახლდეს და იურგენ კლოპის გუნდს ოქროს მედლები გადასცენ.

"არ მაღელვებს, სეზონი როდის განახლდება. უბრალოდ, ვგრძნობ, რამდენმა ადამიანმა რამდენი ჩადო ამ სეზონში... არ ვიცი, როგორ შეიძლება მისი დასრულება.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "ლივერპული" გააგრძელებს და ჩემპიონი გახდება. მხოლოდ 1-2 მატჩის მოგება სჭირდება.

თუ სეზონი არ გაგრძელდა, ეს არასწორი იქნება. როგორც ყველა ამბობს, "ლივერპულს" ტიტულს მიანიჭებენ. თუმცა ამის შემდეგ ყოველთვის იქნება შეგრძნება, რომ ამაში რაღაც ისე
არ იყო.

როდესაც არ უნდა დაინიშნოს პრემიერლიგის განახლება, სეზონი უნდა დასრულდეს. შემდეგ კი მომავალი სეზონისთვის რაღაცის მოფიქრებაა აუცილებელი", - თქვა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ლიგის შემადგენლობა არ შეიცვლება და მომდევნო ჩემპიონატის საწყისი ტურები,ამჟამად დარჩენილი ტურებით დაიწყება,ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება,ორმაგი ჩათვლის სისტემით,ის თამაშები ორივე ჩემპიონატის შედეგებში შევიდეს.ასე,ეს ჩემპიონატიც ჩამთავრდება და მორიგი ჩემპიონატიც ჩვეულებრივ დაიწყება.დაიჩაგრებიან მხოლოდ მაღალ ლიგაში გადამსვლელი კლუბები.თუმცა მანდაც შეიძლება, რაიმე გამოსავალის მოძებნა.
სოსო
23 მარტი 2020 10:11
0

სიახლეები პოპულარული