"ბარსელონა" ერთდროულად 8 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიური "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გადახალისებას აპირებს და 8 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.

წასვლის მთავარი კანდიდატები ნახევარმცველები - ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი არიან, რომელთაც კონტრაქტები 2021 წელს ეწურებათ. ამასთანავე, "ბარსა" ჩილელი ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვას გეგმავს "ინტერთან" მოლაპარაკების პროცესში.

ასევე, "ბლაუგრანაში" მზად არიან შეელიონ მეკარე ნეტოს, მცველ სამუელ უმტიტისა და ექტორ ფირპოს, ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსა და თავდამსხმელ მარტინ ბრაიზვეითს, რომელიც 1 თვის წინ შეუერთდა გუნდს. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს მყიდველ კლუბს "ბარსამ" ვერ მიაღწია.

ყველაზე უცნაურ პოზიციაში, შესაძლოა, ანტუან გრიზმანი აღმოჩნდეს. ფრანგი ფორვარდი კლუბმა გასულ ზაფხულს შეიძინა, თუმცა ხელმძღვანელობა მზადაა ის გაყიდოს, თუ მის პოზიციაზე სხვა მოთამაშეს შეიძენენ.



ტეგები: