"არსენალს" დანიელ სებალიოსის იჯარის გაგრძელება უნდა

AutoSharing Option
"არსენალს" უნდა, "რეალს" ნახევარმცველ დანიელ სებალიოსის იჯარის გახანგრძლივებაზე მოელაპარაკოს, - იტყობინება The Evening Standard-ი.

30 ივნისს სებალიოსს იჯარა უმთავრდება და "რეალში" უნდა დაბრუნდეს. "სამეფო კლუბი" მზადაა სებალიოსი "მეთოფეებში" დატოვოს, რადგან არავინ იცის, სეზონი როდის გაგრძელდება და საერთოდ გაგრძელდება თუ არა.

ამ სეზონში სებალიოსმა პრემიერლიგის 14 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" სებალიოსის 36 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს.