ჰოლანის მამა: ჩემი შვილის "იუნაიტედში" ხილვა მხოლოდ 1 კაცს უნდოდა

AutoSharing Option
ერლინ ჰოლანის მამის, ალფ-ინგე ჰოლანის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი შვილის ხილვა მხოლოდ ერთ ადამიანს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს სურდა.

"ძნელია იმის თქმა, როგორ წავიდოდა ერლინის საქმე, სხვა კლუბში რომ გადასულიყო. შესაძლოა, ყველაფერი ისე კარგად ყოფილიყო, როგორც დორტმუნდში.

თუმცა ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გავიგებთ, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ კლუბებით, სადაც ის თამაშობდა. სადმე სათამაშოდ რომ გადახვიდე, შენი იმ გუნდში ხილვა არა მხოლოდ მწვრთნელს, არამედ მთელ კლუბს უნდა სურდეს", - განაცხადა უფროსმა ჰოლანმა.

ერლინ ჰოლანი "ზალცბურგიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" მიმდინარე
წლის იანვარში გადავიდა. გერმანული კლუბის რიგებში 8 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ