"ესპანიოლის" 18 წლის მცველი, შესაძლოა, "ჩელსიში" გადავიდეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყურადღება "ესპანიოლის" 18 წლის მცველმა ნიკო მელამედმა მიიპყრო. ლონდონელები მზად არიან ახალგაზრდა მცველს კონტრაქტი უკვე ამ ზაფხულს შესთავაზონ.

აღსანიშნავია, რომ მელამედი "ესპანიოლის" აღზრდილია. უფროს გუნდში მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლუცერნის" წინააღმდეგ.

"ესპანიოლ ბ-ს" შემადგენლობაში მან 39 შეხვედრა გამართა და 9 გოლიც გაიტანა.

Transfermarkt-ი მის ტრანსფერს 300 000 ევროდ აფასებს.
ასევე დაგაინტერესებთ