იურგენ კლოპი: ამის დანახვაზე ავტირდი!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის.

"ჩემი ინგლისური არასათანადოდ კარგია, რათა გამოვხატო აღფრთოვანება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახლში არ რჩებიან და მუშაობას აგრძელებენ.

ეს არაჩვეულებრივია, ეს კარგია. გუშინ ვიდეო გამომიგზავნეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში როგორ მღეროდნენ "You’ll Never Walk Alone" და მაშინვე ავტირდი, ეს დაუჯერებელი იყო.

ეს საზოგადოებას აჩვენებს, რომ აღნიშნული ხალხი არა უბრალოდ მუშაობს, არამედ ყველაფერს სწორად უდგება. ისინი შეეჩვივნენ სხვების დახმარებას და ჩვენც უნდა ვისწავლოთ ეს, რადგან ჩვენ
ძირითადად საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე ვართ ორიენტირებულნი.

მათთვის ეს ყოველდღიური სამუშაოა. ისინი ავადმყოფთა დასახმარებლად საკუთარ თავს საფრთხეში აგდებენ. მე აღფრთოვანებას სხვანაირად ვერ გამოვხატავ, უბრალოდ უფრო ძლიერად ამის გადმოცემა არ შემიძლია", - განაცხადა კლოპმა "ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 11 812 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა ოდენობა 580-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ