"ევერტონი" მადრიდის "რეალის" ფორვარდის, გარეთ ბეილისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, აარონ რემზის შეძენითაა დაინტერესებული.
90min.com-ის ცნობით, "ევერტონის" პრეზიდენტი ფარჰად მოშირი დარწმუნებულია, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელია და მზადაა გუნდი პრემიერლიგის მწვერვალზე დააბრუნოს. თუმცა იტალიელ სპეციალისტს ხარისხიანი ფეხბურთელები შემადგენლობაში აკლია.
მიმდინარე სეზონში რემზიმ "იუვენტუსში" 24 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ბეილმა "რეალში" 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.