შმეიხელი: "ლივერპული" ჩემპიონი? - ჯერ უნდა მოიპოვოს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მეკარე პეტერ შმეიხელმა იმაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ პრემიერლიგა არ განახლდა, ჩემპიონად შეიძლება "ლივერპული" გამოაცხადონ.

"უდავოა, ისინი ოქროს მედლებს იმსახურებენ. მეორეადგილოსანს 25 ქულით უსწრებენ? ასე რომ, ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ტროფეი უნდა მოიპოვო, რათა შემდეგ ამაზე ილაპარაკო.

"ლივერპულის" ადგილზე თასის ასე გადაცემას მოისურვებდით? ბელგიაში ასე გააკეთეს "ბრიუგეს" შემთხვევაში. ნუთუ ვინმეს უნდა, ასე გახდეს ჩემპიონი?

ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა 1992 წელს ევროპირველობის მოგებაა. მესმის, ეს იგივე არაა, მაგრამ არსით ჰგავს. ჩვენ მაშინ საკვალიფიკაციო
ეტაპი ვერ გადავლახეთ და ტურნირზე იმიტომ დაგვიშვეს, რომ იუგოსლავია დაიშალა".