"ბეტისმა" დავიდ სილვას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
"დეილი სტარის" ცნობით, "ბეტისმა" მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ დავიდ სილვას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

თუმცა, გამოცემის მტკიცებით, 34 წლის სილვას კარიერის დასრულება მშობლიურ ქალაქ ლას-პალმასის გუნდში უნდა, რომელიც ესპანეთის მეორე დივიზიონში თამაშობს.

მას აგრეთვე მაიამის "ინტერი" იწვევს, რომლის თანამფლობელი ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია და რომელიც კარგ კონტრაქტს სთავაზობს. თუ ის ამ წინადადებაზე დათანხმდა, ამერიკის ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

დავიდი "სიტის" ღირსებას 10 წელია იცავს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ტეგები: