ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემმა" საყვედური გამოუცხადა

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" გუნდის მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს კორონავირუსისას კარანტინის დარღვევის გამო საყვედური გამოუცხადა.

მოურინიომ ლონდონის ერთ-ერთ პარკში ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე ავარჯიშა. მიუხედავად იმისა, რომ მათ დისტანცია დაიცვეს, კლუბი მაინც უკმაყოფილო დარჩა.

იმავე რაიონში განცალკევებით დარბოდნენ "ტოტენჰემის" ფეხბურთელები რაიან სესენიონი და დავინსონ სანჩესი.

მოურინიომ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და კარანტინის დარღვევა არ შეიძლება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული